მნიშვნელოვანი ფაქტორები

სწორი კვება

სწორი კვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის. სწორი კვების დროს ადამიანის ორგანიზმი თავად იღებს იმ სიცოცხლისათვის საჭირო ვიტამინებს და მინერალებს, რომელიც სჭირდება ორგანიზმს. სწორი კვება ადამიანის ჯანმრთელობის საფუძველს წარმოადგენს. ჯანსაღი კვების რაციონი გულისხმობს ისეთი ელემენტების დაბალანსებულ მიღებას, როგორებიცაა ცხიმები, ცილები, ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები და ნახშირწყლები.
ჯანსაღი კვებისათვის, რეკომენდირებულია საკვების მიღება დღეში საშუალოდ 3-4 ჯერ. უფრო მეტი ენერგიისათვის აუცილებელია დილის მსუბუქი, მიტამინებით და მინერალებით დატვირთული საუზმე. სადილზე უფრო მეტი უპირატესობა ენიჭება ცილის შემცველ პროდუქტებს, როგორებიცაა ხორცი და თევზი. ესეთი პროდუქტები იწვევენ ცენტრალური ნერვული სისტემის აქტივობის ზრდას. ძილის წინ კი რეკომენდირებულია მსუბუქი საკვების მიღება, რათა არ მოხდეს მომნელებელი სისტემის გადატრთვა. აქედან გამომდინარე ვახშმად შეგიძლით მიირთვით ბოსტნეული, ხილი, რძე, ჩაი. ეცადეთ ძილის საათით ადრე ივახშმოთ, ეს უზრუნველყოფს თქვენს მშვიდ ძილს.


ნორმალური ძილი

ნორმალური ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი საფუძველია, რომელიც უზრუნველყოფს ჯანმრთელ მომავალს. ძილისთვის განკუთვნილი საათების საშუალო მაჩვენებელი 6-9 საათია. ძილის რეჟიმი თითოელ ადამიანს ძილის ინდივიდუალური რეჟიმი აქვს, ამიტომ თქვენთვის შესაფერისი რეჟიმი თავად უნდა შეიმუშაოთ. მთავარია, ერთსა და იმავე დროს დაიძინოთ და გაიღვიძოთ, რათა რეფლექსი გამოგიმუშავდეთ. ძილისთვის რეკომენდებული პერიოდია დრო ღამის 22-23 საათიდან დილის 6-7 საათამდე.


ფიზიკური ვარჯიში 

ჯანსაღი ცხოვრებისთვის კიდევ ერთი ფაქტორი არის ჯანსაღი სხეული. ამისთვის კი დღეში მაინც ერთი საათი აუცილებლად უნდა დაუთმოთ ვარჯიშს. ფიზიკური ვარჯიში მხოლოდ არ იქნება კარგი ჯანმრთელობისთვის, აკრეთვე მას აქვს ბევრი უპირატესობა:

  • ხელს უწყობს ტვინის ფუნქციონირებას;
  • აუმჯობესებს მეხსიერებას; 
  • აუმჯობესებს გადაწყვეტილებების მიღების უნარს;
  • აჩქარებს ნერვული უჯრედების ზრდას;
  • აუმჯობესებს სხვადასხვა საქმეზე ერთდროულად მუშაობის უნარს.


ჰიგიენის დაცვა

ჰიგიენა ჯანმრთელობის შენარჩუნების ძირითადი წინაპირობაა. ჰიგიენის ნორმების დაცვა თავიდან აცილებს ადამიანს მრავალ დაავადებას.
ხელის დაბანის მნიშვნელობა
ხელის დაბანა მარტივი საშუალება მიკრობების გასანადგურებლად და ინფექციების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. ყოველდღიურად ჩვენ უამრავ მიკრობთან გვიწევს შეხება სხვადასხვა აქტივობის შედეგად, იქნება ეს ხელის ჩამორთმევა, სხვადასხვა საგნებთან და ცხოველებთან კონტაქტი ან სხვა აქტივობა. ეს ჩვენი ჯანმრთელობისთვის სახიფათოა. ხელები უნდა ხელები უნდა დავიბანოთ საკვების მომზადებამდე და მიღებამდე, ტუალეტის მოხმარების შემდეგ, ცხვრის მოწმენდის შემდეგ, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ, სხვადასხვა აპარატებთან კონტაქტის ( კომპიუტერი, ტელევიზორი და ა.შ. ) კონტაქტის შემდეგ, ასევე ღია ჭრილობის დამუშავების დროს. ჯანსაღი ცხოვრებისთვის დღის განმავლობაში საშუალოდ 10-ჯერ არის აუცილებელი ხელის დაბანა, რათა თავიდან იქნას აცილებული დაავადებებისა და მიკრობების გავრცელება.  


No comments:

Post a Comment